ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციას აგრძელებენ.

აქციის მონაწილეების თქმით გადაწყვეტილება ფასების ზრდას გამოიწვევს

ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. მათი თქმით, ბიზნესში ჩართული ათასობით ადამიანი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ხორბლის სახმელეთო იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს უმუშევრად რჩება.აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხორბლის საზღვაო იმპორტი ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის და აღნიშნული პურის ფასზეც აისახება.საპროტესტო აქციის ორგანიზატორების თქმით,  მათ ბანკებიდან სესხები აქვთ გამოტანილი და სახელმწიფო ადამიანებს შიმშილისთვის სწირავს. აქციის მონაწილეები ამბობენ,რომ მათ ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან რეალური მიზეზები ვერ მოისმინეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და შესაბამისად საპროტესტო აქციების ტალღა იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. სატვირთო მანქანების მძღოლები ფინანსთა მინისიტრს, ივანე მაჭავარიანს ხვალ საღამომდე ვადას აძლევენ, რომ მძღოლების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ხორბლის სახმელეთო გზით იმპორტის აკრძალვის გადაწვეტილებას არ შეცვლის აქციები მასშტაბურ სახეს მიიღებს.