მარიხუანას კულტივიზაცია–ექსპორტთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხზე პარლამენტში შესაძლოა, სამუშაო ფორმატი შეიქმნას. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატში ჩაერთვებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები, ექსპერტები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები.
“კონსულტაციებს რაც შეეხება, კარგი იქნება და ეს არის ჩემი შეთავაზება, რომ შევქმნათ სამუშაო ფორმატი იმ კომიტეტების მონაწილეობით, რომლებიც განიხილავენ ამ საკითხს, ჩავრთოთ ამ ფორმატში ექსპერტები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვადასხვა ჯგუფები. ამ ფორმატში კარგი იქნება თითოეული საკითხის გავლა. ფორმატი მოგვცემს შესაძლებლობას არ დარჩეს ღია კითხვები”,- აღნიშნა ბესელიამ.