ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზე. ერთმანეთს “ლექსუსი” და “შევროლეტ კამარო” შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ “ლექსუსის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. დაზიანებულია დამცავი ჯებირიც.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრული პოლციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.
ცენტრალურ ქუჩაზე ავტოსაგზაო მოძრაობა ნახევარი საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.