მეტალურგიული ქარხანა ასობით მუშა ხელის გათავისუფლებას გეგმავს

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა  ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.  მეტალურგია ირანიდან არმატურის იმპორტის აკრძალვას მოითხოვს. როგორც ირკვევა იმპორტირებული საქონელმა ბოლო 4 თვეში  რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ადგილობრივი ბაზრის 10 %  დაიკავა.  ტენდეციის გაგრძელების შემთხვევაში მეტალურგიული ქარხანა ასობით მუშა ხელის გათავისუფლებას გეგმავს.

რუსთავის ფოლადი წლებია ქართულ ბაზარზე უმსხვილესი საწარმოა რომელიც არმატურას აწარმოებს და როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე ყიდის.  თუმცა როგორც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აცხადებენ  ბაზარზე იმპორტით შემოსულმა ირანულმა არმატურამ ქარხანას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.  ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე TV4-თან საუბრისას აცხადებს , რომ  ირანიდან შემოსული არმატურის რაოდენობა ყოველთვიურად მატულობს და ქვეყანაში დემპინგურ ფასად იყიდება, თუ ხელისუფლება არასამართლიანი კონკურენციის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს საწარმოს მომდევნო თვეში 300 თანამშრომლის დათხოვნა მოუწევს წლის ბოლომდე კი შესაძლებელია ზარალმა ათობით მილიონს მიაღწიოს და  საინვესტიციო პროექტები გაურკვეველი ვადით გაჩერდეს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით , ირანიდან იმპორტირებული არმატურის რაოდენობა ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვიურად იზრდება , კერძოდ თუ აპრილის თვეში ირანიდან 48 ტონა არმატურა შემოვიდა ივლისის თვეში ექსპორტირებული არმატურის რაოდენობამ 2 838 მიაღწია .

კიდევ ერთი პრობლემა რომელზეც რუსთავის ფოლადში  საუბრობენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ამოქმედებული ახალი რეგულაციაა .  რეგულაციის  მიხედვითაც ალუმინისა და ფოლადის ექსპორტზე გადასახადმა 25% მოიმატა , რის გამოც რუსთავის მეტალურგიული ქარხანამ შეაჩერა უნაკერო მილების ამერიკაში ექსპორტი , ვინაიდან საწარმოს ექსპორტისთვის გათვალისწინებული გადასახადის გადახდა არ უღირს . პრობლემის დარეგულირებას ხელისუფლების დახმარებით მეტალურგია თითქმის წელიწადია ცდილობს.

ქრონიკა მეტალურგიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დღეს ბიზნესომბუცმენს დაუკავშირდა. ირაკლი ლექვინაძე საქართველოში არ იმყოფება.  ბიზნესომბუცმენი არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.