რამდენი თეთრით მოიმატა საწვავის ფასმა

ფასები მომატებულია 2–3 თეთრით

ბოლო რამდენიმე დღეა საწვავზე ფასი იზრდება.საწვავის ფასის ზრდის ტენდენცია შეინიშნება როგორც ბრენდირებულ , ისე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე.
საშუალოდ საწავავის ფასები ბოლო დღეების მანძილზე დაკორექტირებულია 2–3 თეთრით.
სპეციალისტების თქმით, საწვავის ფასის ზრდაზე ორი ფაქტორი მოქმედებს, საერთაშორისო ფასები გაზრდილია და ბოლო წლების განმავლობაში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზეა, მეორე ფაქტორად კი ლარის გაცვლითი კურსი სახელდება დოლართან მიმართებაში.
მძღოლები საწავავის ფასების კიდევ უფრო მომატებას პროგონიზრებენ, მათი თქმით, იმ შეთხვევაში თუკი ფასების მატების ტენდენცია გაგრძელდება მათ მოუწევთ მგზავრობის ტარიფიც დააკორექტირონ.