როგორ აღნიშნავენ ბოლნისქალაქობას ბოლნისში (+ფოტო)

ბოლნისი ქალაქის მთავარ დღსასწაულს აღნიშნავს.
ბოლნისის ისტორიულ უბანში წარმოდგენილია ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატთა გამოფენა, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები; სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა; ბოლნისის მუნიციპალური თეატრის წარმოდგენა; ზ. ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია სივრცე; ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ნამუშევართა გამოფენა და მცირე კონცერტები; ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენა-კარნავალი; საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა ღონისძიებები.

რაც შეეხება სპორტს, წარმოდგენილია ჭიდაობა, მკლავჭიდი, ჭადრაკი და კარატე.
აქტივობები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელიც საღამოს 10 საათამდე გაგრძელდება.
„ბოლნისქალაქობაზე“ მისულ სტუმრებს წინ ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი, საპატიო ბოლნისელების არჩევის ცერემონიალი, საწნახელში ყურძნის საზეიმო დაწურვა და „სუხიშვილების“ კონცერტი ელოდებათ.