როდის დაუბრუნდება #15-ე საჯარო სკოლა საკუთარ შენობას?

ახალი სასწავლო წელი  #15-ე  საჯარო სკოლამ  #25-ე  საჯარო სკოლაში დაიწყო.  როგორც  #15 საჯარო სკოლის დირექტორი  ბელა მარტიაშვილი TV4-თან  საუბარში განმარტავს, სასწავლო პროცესს #15 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები  საკუთარ სკოლაში უახლოეს დროში დაუბრუნდებიან.  მე-15 საჯარო სკოლის შენობა მოსწავლეებისთვის დაახლოებით ორ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.  შეგახსენებთ, რუსთავში განათლების სამინისტროსა და ათასწლეულების ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამი სკოლა რეაბილიტირდა.მე-4 , 28-ე და მე-15 საჯარო სკოლებში თანამდეროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით, სპორტული დარბაზებით, ბიბლიოთეკებით და საბუნებისმეტყველო სგანებისთვის განკუთვნილი კაბინეტებით აღიჭურვა.