რომანტიკულ გარემოში აღნიშნული იუბილე-ბიონსე სარდიანიის სანაპიროზე

ბიონსემ 37 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა. იმის გამო, რომ მთელი მიმდინარე წელი ჯეი-ზისა და ბიონსესთვის საკმაოდ დატვირთული იყო, მეუღლეებმა დაბადების დღის აღნიშვნა განმარტოვებით გადაწყვიტეს. ხმაურიანი წვეულების ნაცვლად მათ სარდიანიის სანაპიროზე გადაინაცვლეს, სადაც რომანტიკულ გარემოში აღნიშნეს იუბილე. სადღესასწაულო ტორტს წარწერა ამშვენებდა „დაბადების დღეს გილოცავ მისის კარტერ“. თავის მხრივ საკუთარ იუბილეზე ბიონსემ ემოციური პოსტი გააზიარა, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, „მადლობას ვუხდი უფალს ყველა ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრებაში მაჩუქა, მადლობა თქვენ მხარდაჭერისა და მოლოცვებისთვის”, – წერს მომღერალი.

დაბადების დღის ფოტოებზე ბიონსე ულამაზეს ვარდისფერ საზაფხულო კაბაში პოზირებს.