რუსთავის მერი ფინანსისტთა ასოციაციის კონფერენციას ესწრება

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის რიგით XI კონფერენციას ესწრება.
კონფერენცია ქალაქ ბათუმში იმართება და მასში მონაწილეობას ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, ისრაელისა და ამერიკის ფინანსისტთა ასოციაციის დელეგატები იღებენ.