რუსთავს 104  ოქროს მედალოსანი ჰყავს

სტატისტიკის თანახმად მიმდინარე წელს  რუსთავს 104  ოქროს მედალოსანი ჰყავს, ქალაქში 100% იანი გრანტი კი 63 -მა ახალგაზრდამ აიღო.  გრანტიან რუსთაველ ახალგაზრდებს შორის მედალოსანი მხოლოდ 29 მოსწავლეა.   იმის გათვალისწინებით, რომ გრანტებთან დაკავშირებით მონაცემები პერსონალურია , სტატისტიკა არაზუსტია, თუმცა,,TV4” დაინტერესდა, რა ფაქტორთან არის დაკავშირებული ის, რომ ოქროს მედალოსანი ბავშვები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრანტის აღებას ვერ ახერხებენ. როგორია ექსპერტების პოზიცია და რა მიმართულებით უნდა იმუშაოს სკოლამ, რომ აღნიშნული საკითხი დარეგულირდეს- დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 20:30 საათზე ნახეთ ვრცელი სიუჟეტი.