რუსთავში დასაქმების ფორუმი გაიმართება-რა შანსებს სთავაზობს ფორუმი დასაქმების მსურველებს?!

დასაქმების შესაძლებლობა პოტენციურ დამსაქმებელთან უშუალო კომუნიკაციით-რუსთავის მერიისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში, ქალაქის პროფესიულ დრამატულ თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დაასაქმე რუსთაველი-ფორუმი 19 სექტემბერს 11:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას, როგორც რუსთავში , ასევე თბილისში რეგისტრირებული კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.
კერძო სექტორიდან ფორუმში მონაწილეობას 25 კომპანია მიიღებს ,მათ შორის ათი ლოკალური.

როგორც რუსთავის მერიის ეკონომიკის დეპარტამენტში აცხადებენ, დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მიღება , ყოველგვარი ასაკობრივი ბარიერის გარეშე, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.