რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ვაჟა–ფშაველას ბიუსტი გაიხსნა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ვაჟა–ფშაველას ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტის  რუსთავის მერმა  და ავტორმა გიორგი ჩალაძემ გახსნეს. ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერატორი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვანები და ვაჟა ფშაველას შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი ესწრებოდნენ. მათ ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და კლასიკოსის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ვაჟა ფშაველას ბიუსტი, ცნობილი ქართველო მოქანდაკის, რუსთაველი ხელოვანის, გიორგი ჩალაძის ნამუშევარია.