რუსთავში სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მონიტორინგი იწყება

დადგენილების პროექტი საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრებში, კერძოდ სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას უზრუნველყოფს .

რუსთავში სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მონიტორინგი იწყება. ამის შესახებ დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის ხელმძღვანელის, ნინო ნიკოლოვას განმარტებით, აღნიშნული დადგენილების პროექტი საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრებში, კერძოდ სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას უზრუნველყოფს .
პროექტის თანახმად, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება რუსთავის მუნიციპალიტეტის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრს ენიჭება.”საკრებულოს სხდომაზე გასული საკითხები, დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა სხდომა დახურულად გამოაცხადა.რუსთავის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამარათალდარღვევების ოქმის ფორმაზე, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშების წესში ცვლილების თაობაზე იმსჯელეს.