საბავშვო ბაღში დადებული პირობა-სკოლის პირველი დღე ქალაქის მერთან ერთად

ირაკლი ტაბაღუამ პატარა დაჩი ახალაიას და ნუცა კობერიძეს საბავშვო ბაღში სტუმრობისას მიცემული პირობა შეუსრულა და ბავშვები 24-ე ქართულ გიმნაზიაში დღეს პირადად მიიყვანა.

რუსთავის პირველმა პირმა ბავშები ბაღში პროექტის ,,მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი” ზღაპრის კითხვის დროს გაიცნო და დღეს უკვე პირველკლასელებმა ცხოვრების ახალი საფეხური ქალაქის მერთან ერთად დაიწყეს. ირაკლი ტაბაღუამ საკუთარ პატარა მეგობრებს მხარში დგომისა და სამომავლო მეგობრობის პირობა მისცა.

სასწავლო წლის დაწყება მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა 24-ე, 28-ე და მე-4 საჯარო სკოლების აღსაზრდელებს და პედაგოგებს პირადად მიულოცეს.

ირაკლი ტაბაღუა, სასწავლო წლის დაწყებას, რუსთავის თითქმის ყველა საჯარო სკოლის აღსაზრდელს მიულოცავს.
დღის ბოლომდე ქალაქის მერი, ოცდაექვსივე სკოლას პირადად ეწვევა.

წელს რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებს 2300 პირველკლასელი ჰყავს.