სამართალდამცველებმა 7,2 ტონა მარიხუანა ამოიღეს

თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში ანტინარკოტიკული რეიდის ფარგლებში სამართალდამცველებმა 7,2 ტონა მარიხუანა ამოიღეს.

დიარბაქირის გუბერნატორის ოფისის განცხადებით, ადგილობრივმა ჟანდარმერიამ, პოლიციის სპეციალურმა ძალებმა და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალებმა ოპერაცია ხუთ რაიონში 10-14 სექტემბერს ჩაატარეს. ამოღებულია 7,2 ტონა მარიხუანა, კანაფის 669 478 ძირი და 712 კგ ჰაშიში.