საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ამერიკულ ფეხბურთში

ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები მიმდინაროებს. დღეს რუსთავში, რუსთავის „სთილერსი“ და თბილისის „ ჯვაროსნები“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თამაში მეტად სანახაობრივი გამოდგა და რუსთაველთა უპირატესობით მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ამერიკულ ფეხბურთში რუსთავის ორი გუნდი მონაწილეობს. ეს სპორტის აღნიშნულ სახეობაში უკვე მეორე სეზნიონია. ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების თქმით, სპორტის სახეობა საქართველოში განვითარებას იწყებს და იმედოვნებენ, რომ ამერიკული ფეხბურთით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება.