ქვემო ქართლის გუბერნატორი სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნო

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა. შოთა რეხვიაშვილი დღეს ქალაქ მარნეულში, სოფელ ალგეთში, კაპანახჩისა და ყიზილაჯლოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. დღეს მოსახლეობამ შეხვედრაზე მთავარ პრობლემად საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნების არ არსებობა და  მიუსაფარი ცხოველები დაასახელა.  ქვემო ქართლის გუბერნატორი რეგიონის მასშტაბით შეხვედრებს უკვე სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს. შეხვედრის მიზანს, მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციით პრობლემების იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების გაცნობა წარმოადგენს. მხარის პირველი პირის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის  აზრი და ის ყველა სოფელს ეწვევა რათა მოსახლეობისგან თავად მოისმინოს  პრობლემური საკითხები და შემდეგ უკვე მათი საჭიროებების გათვალისწინებით მოხდეს ბიუჯეტის დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა.