ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებული ჭანტურიას საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

დაკავებული ბრალს არ აღიარებს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება.  ჭანტურიას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე  მუხლით და 236–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებას ითვალისწინებს.
გიორგი ჭანტურია შვიდ აგვისტოს ღამით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.