შესაძლოა პროფესიული განათლების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდნენ

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომოტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, არსებობს ინიციატივა, რომ პროფესიული განათლების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდნენ, თუმცა ამ საკითხს მასშტაბური განხილვა სჭირდება.

ამის შესახებ მარიამ ჯაშმა პარლამენტში, პროფესიული განათლების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“არის წინადადება პროფესიული განათლების სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ეს წინადადება არსებობს, თუმცა ის ცდება მხოლოდ განათლების მიმართულებას და ამ საკითხზე უნდა გავმართოთ კონსულტაციები თავდაცვის სამინისტროსთან და მთავრობის შემადგენლობასთან. თუკი მოხდება არსებულ საკითხზე შეჯერება, ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს, რომ შემდგომ შევიტანოთ ცვლილებები როგორც პროფესიული განათლების შესახებ კანონში, ისე წვევამდელთა შესახებ კანონმდებლობაში”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.