შეხვედრა სამხარეო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებთან (+ფოტო)

შოთა რეხვიაშვილი სამხარეო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამუშაო სპეციფიკას გაეცნო.

ქვემო ქართლის გუბერნატორი , შოთა რეხვიაშვილი მოადგილეებთან ერთად სამხარეო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამუშაო სპეციფიკას გაეცნო . თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სადემონსტრაციო სოფლის მშენებლობისთვის ფართის გამოყოფის საკითხი , სოფლის მეურნეობის განვითარება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა , საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემების გაუმჯობესება , ახალგაზრდა ფერმერების ხელშეწყობა– ეს ის ძირითადი საკუთხებია , რაზეც ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრისას იმსჯელეს . როგორც სამხარეო განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ,ივანე გრიგოლაშვილი tv4-თან საუბრისას აღნიშნავს ასოციაციის მთავარი მიზანი სოფლებიდან ახალგაზრდების მიგრაციის შემცირება და მათი სოფლის მეურნეობის საქმიანობაში ჩართვაა .