ჭყონდიდელის დასახლებაში გერმანელი ტყვეების 600-მდე  სამარხი აღმოაჩინეს

რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში გერმანელი ტყვეების  ნეშტების მოძიების მიზნით გათხრები განახლდა  , ამ დროინდელი მონაცემებით აღნიშნულ ტერიტორიაზე 600-მდე  სამარხი აღმოაჩინეს ,  რუსთავში კვლევებს  გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირი აწარმოებს . როგორც tv4 თან საუბრისას საქართველოში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშე , ფრანც ჟოზეფ ნოლტი აცხადებს,  თანამემამულეების საფლავების შესახებ ინფორმაცია პირველად 2017 წელს რუსთავის  წმინდა ნინოს სახელობის მოძღვარმა მამა სერგიმ შეატყობინა.  გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირი საქართველოს მთავრობას რუსთავში ტერიტორიის გამოყოფას და ერთიანი სასაფლაოს გაკეთებას სთხოვს .

მოკვლევაში  აქტიურადაა ჩართული რუსთავის ისტორიული მუზეუმი , როგორც მუზეუმის დირექტორი ნაზი პაჭიკაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს აღმოჩენილი სამარხები 1944-1949 წლებით თარიღდება , მისივე თქმით ქალაქ რუსთავისა და მისი საწარმოების მშენებლობაზე მომუშავე გერმანელ ტყვეთა 3 ბანაკი არსებობდა, ამდენივე იყო მათი სასაფლაოც.

ჭყონდიდელის დასახლებაში გერმანელი ტყვეების საფლავების გათხრების პროცესს გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირთან ერთად ადგილობრივი და მხარის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ .