ხმაური თემურ აბაზოვის სასამართლო სხდომაზე

ხმაური თემურ აბაზოვის სასამართლო სხდომაზე. ხმაური სხდომაზე ბრალდების მხარის, პროკურატურის წარმომადგენლის გამოსვლის დროს დაცვის მხარის რეპლიკას მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლემ სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა დარბაზში მყოფ პირებს და აბაზოვის ადვოკატებს.
ბრალდებული მოსამართლის წინაშ სიტყვით წარდგა : ” დღეს არის მესამე სასამართლო, პირველზე არაფერი ჰქონდათ, მეორეზე იგივე განმეორდა, თვე ნახევარი ტყუილუბრალოდ ვიჯექი ციხეში. მე რანაირად უნდა ვიყო კრიმინალი ან ვინმე შევაშინო, რატომ არიან დარწმუნებულები, რომ კრიმინალი ვარ საიდან შეამჩნიეს. ადამიანი, რომელიც უკვე მეექვსე ცოლს დაშორდა, რომელიც ხან ოცნებაშია ხან ნაცებში, ადამიანი რომელსაც საჩივარი შეაქვს გამოაქვს, ადამიანი რომელიც შეურაცხყოფას აყენებს მე მომაყენოს, მაგრამ ცოლი? ადამიანი, რომელიც ყველაზე ცუდი სახელია , რა დავარქვა არ ვიცი, ვინმეს რომ ეთქვა ცუდი კაცი მხოლოდ ის იქნებოდა. დაზარალებული ვარ მე. ჩემი მეუღლე და ოჯახი უყურებენ ამ ყველაფერს. მე ბევრი მაქვს დასაკარგი  , როცა იქნება საჭირო მე მზად ვარ გამოვცხადდე. შეიძლება ოჯახში ვიყო, შვილებთან ვიყო, არ იქნება მგონი პრობლემა ასეთი ფორმით ვითანამშრომლო თუკი გამათავისუფლებთ”-აცხადებს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი .