22 სექტემბერს რუსთავში მასშტაბური მარათონი მოეწყობა

22 სექტემბერს , რუსთავქალაქობის კვირეულის დასასრულს ქალაქში  მასშტაბური მარათონი მოეწყობა . ორგანიზატორების თქმით , მარათონი სტარტს  დილის 10 საათზე რუსთავის ცენტრალური შემოსასვლელიდან აიღებს და ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით ფოლადის  სტადიონთან დასრულდება , მორბენლები მარათონის ფარგლებში 5 კილომეტრს გაირბენენ.

მარათონში მონაწილეების ონლაინ რეგისტრაცია უკვე დაიწყო და დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირება ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეეძლებათ .

გამარჯვებულები მედლებით,სიგელებით, სოციალური თასებით და სპორტული პრიზით 150 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდებიან .