5 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

5 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით , აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ცაკლეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე, მცირე წვიმა. კერძოდ, 3 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლოა იწვიმოს.
ამასთან, 3–4 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 17–22 მ/წ–ში იქნება.

5 სექტემბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28–30 გრადუსის ფარგლებში იქნება; დასავლეთ საქართველოს დაბლობში – დღისით ჰაერის ტემპერატურა 29–34 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 25–30 გრადუსის ფარგლებში იქნება.
5 სექტემბრამდე თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა შესაძლებელია ღამისა და საღამოს საათებში იყოს მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით 27–29 გრადუსის ფარგლებში იქნება;