დაპირისპირება მოზარდებს შორის

თბილისში მე-12 საჯარო სკოლაში მეათე კლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა. შს სამინისტროს ცნობით, დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთმა მოსწავლემ დაზიანებები მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, უწყების ცნობით, ცივი იარაღი დაპირისპირებაში არავის გამოუყენებია.

მე-12 საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებლის თქმით, მას მომხდარზე ინფორმაცია არ აქვს.

სხვა დეტალები უცნობია.