აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა დასტაბილურდა

რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა დასტაბილურდა. როგორც ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტლში ჩვენს გადამღებ ჯგუფს განუცხადეს, დაშავებული ბავშვის მგდომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ის მართვითი სუნქვის აპარატიდან მოიხსნა. ექიმების ინფორმაციით არასრულწლოვანი კონტაქტურია და მას შოკური კლინიკა აღარ აღენიშნება. დაშავებულს დედაქალაქის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას , ნაწლავების დაზიანება, თეძოსა და მენჯის ძვლის ფრაგმენტების მოტეხილობა აღენიშნებოდა. ამ დროისთვის სასიცხცხლო ფუნქციების მონიტორიგნი მიმდინარეობს. ექიმები დაზიანებების სირთულიდან გამომდინარე არც შესაძლო გართულებებს გამორიცხავენ.