ბახმაროში თოვლი მოვიდა

ბახმაროში თოვლი მოვიდა. სინოპტიკოსები ძლიერ თოვას არ ვარაუდობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბახმაროში თოვა მოსალოდნელი იყო.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, ბახმაროში დღის განმავლობაში წვიმდა და ასევე იყო თოვლჭყაპიც. მისივე ინფორმაციით, ხვალიდან უკვე მთელს საქართველოში გამოიდარებს.

“დღეს დღის მეორე ნახევარში უკვე გამოიდარა ყველგან, მხოლოდ სამხრეთში იყო დარჩენილი ნალექი. ამ ეტაპზე სხვა წერტილებიდან თოვის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ხვალიდან უკვე მთელს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამაღამ მოსალოდნელია დაბალი ტემპერატურა ყველგან, თუმცა ხვალ დღისით ტემპერატურა მოიმატებს და დათბება. 7 ოქტომბერს კი დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი და ტემპერატურის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოღრუბლული იქნება, მოსალოდნელია ნისლი და წვიმა. 7 ოქტომბერს მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 15-17 გრადუსი სითბო. 8 ოქტომბრიდან კი მთელს საქართველოში გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი 26 გრადუსი იქნება”, – აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.