ბილაინის მოტყუებული აბონენტები-კავშირგაბმულობა გათიშულია

,,ბილაინის” მობილური კავშირი შეფერხებულია.TV4-ს პრობლემასთან დაკავშრებით ,რამდენიმე უკმაყოფილო აბონენტი დაუკავშირდა. ჩვენი გვერდის მომხმარებლების თქმით, ისინი მობილურ კავშირს ვერ ახერხებენ და პრობლემები აქვთ ინტერნეტთან წვდომასთან დაკავშირებით. მათი თქმით კომპანიისგან შეფერხების თაობაზე არანაირი ინფორმაცია არც წინასწარ და არც ამ დრომდე არ მიუღიათ. ამ დრომდე კომპანიისგან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა .აბონენტები პრობლემაზე რეაგირებას ითხოვენ. აღსანიშნავია,რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც  ქსელის მომხმარებლები პროვაიდერს დაბალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში ადანაშუალებენ.

როგორც ბილაინის აბონენტები აცხადებენ გარდა იმისა რომ ტარიფები გაზრდილია და ინტერნეტის ხარისხი დაბალი ბოლო პერიოდში ხშირია შეფერხებული მუშაობა. ადმინისტრაცია კი თავს ვალდებულად არ თვლის მომხმარებელს შეფერხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და შექმნილი პრობლემისთვის და დისკომფორტისთვის სულ მცირე ბოდიში ესემესის სახით მოიხადოს.