ბოლნისში, დედის ცემაში ბრალდებულს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

“ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 იანვარს ნ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედის – ლ.გ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც ხელებით და ფეხებით სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ნ.გ. 2018 წლის 3 იანანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.