გაერთიანებული ოპოზიციის ბანერები რუსთავში ხელმეორედ შეღებეს

რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის ოფისები და ბანერები წითლად ხელმეორედ შეღებეს. როგორც დავით კირკიტაძემ tv4-თან საუბარში განაცხადა,ბანერები შეღებილია გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ოფისზე. გაერთიანებული ოპოზიცია ქმედებას ,,ქართულ ოცნებას” უკავშირებს და აცხადებს რომ ფაქტზე რეაგირება 28 ოქტომბერს იქნება,როცა მათი თქმით,არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვეს.
შეგახსენებთ,გაერთიანებული ოპოზიციის ოფისები და ბანერები რუსთავში ოთხი დღის წინაც შეეღებეს.