გაიხსნა თუ არა რუსთავში საარჩევნო უბნები დროულად

 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. როგორც TV4-ს #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, რუსთავის ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. 2018 წელს რუსთავში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 107 724-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 84 ძირითადი და 3 სპეც უბანი. #20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ამ დრომდე უბნებზე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.