“ეს ომი არ უნდა წააგო”-რას წერდა სოციალურ ქსელში ბიჭი,რომელიც პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს

რას წერდა სოციალურ ქსელში რუსთავის პარკში ნაპოვნი გარდაცვლილი? პოსტს უცვლელად გთავაზოთ:
“ვზივარ ზღვის პირას …. გავყურებ ჰორიზონტს და ნაზად ჩამესმის ზღვის ტალღების საამური ხმა… ვფიქრობ სიცოცხლეზე ცხოვრებაზე სიკვდილზე კარგზე ცუდზე … და ვხვდები რო ცუდი და კარგი არ არსებობს … არსებობს ადამიანები ცუდები და კარგები კეთილები და ბოროტები ღვთის მოშიში და მკრეხელები .. ადამიანები ვისაც სიყვარული შეუძლია და პირიქით ვისაც გული ქვის აქვთ…. და მეე????? მე რომელს მივეკუთვნები…???? ალბათ არ ვიცი რადგან ამდენი საცოდაობის ყურებით შუშად ვიქეცი ერთი ზედმეტი მოძრაობა და მსხვრევას ვიწყებ …. ვეკითხები საკუთარ თავს … უფალი არსებობს???? და პასუხი მიჭირს თუ უფალი არსებობს რატომაა ამდენი ტკივილი გაჭირვება რატომ კარგავენ ადამიანები საყვარელ ხალხს რატომ იმეტებს ახალშობილს დედა მოსაკლავად ან რატომ არ ჰყავთ იმათ შვილი ვისაც მთელი არსებით სწყურიათ….. ჰო ალბათ არსებობს რადგან ამდენი სიხარულია ამდენი ლამაზი გრძნობა …. სიყვარული სიბრალული მონატრება თანაგრძნობა …. და საერთოდ რა არი ეს ცხოვრება ??? სად იწყება ის და სად მთავრდება?? ზოგისთვის გრძელია და მოსაბეზრებელი ხოლო ზოგი მზის ამოსვლას ნატრობს მაგრამ ამაოდ…. ერთს მივხვდი …. ცხოვრება ომია … ომი რომლის წაგება არ გვეპატიება … უთანასწორო და სასტიკი ომი სადაც უნდა იბრძოლო ნებისმიერი რამის ფასად არ უნდა დაეცე რადგან ერთხელ თუ დაეცემი წამოდგომა გაგიჭირდება და მერწმუნე არავინ დაგეხმარება რადგან ყველა საკუთარ თავზე ზრუნავს…. იბრძოლე იბრძოლე და გაიმარჯვე … გაიმარჯვე ბოროტებაზე სიძულვილზე რადგან სიყვარული თვით ბედნიერებაა სიყვარული ხომ თავად ღმერთია …. გიყვარდეთ ერთმანეთი გიყვარდეთ უფალი და გაუფრთხილდით ერთმანეთს აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე ….. 1 ივნისი 2015”