ვაკიდან 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს

დაახლოებით ერთი კვირის წინ ვაკიდან გაიტაცეს 21 წლის ახალგაზრდა კაცი, რომლის გატაცების ამბავი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არ გახმაურებულა.
წყაროს ინფორმაციით გატაცებულის ოჯახს აფხაზეთიდან, კონკრეტულად გალი-ოჩამჩირედან მოსთხოვეს გატაცებულის დაბრუნების სანაცვლოდ გამოსასყიდი.
გატაცებული გუშინ გაათავისუფლეს, ის ჭიათურის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 10 პირი, მათ შორის ორი ქალია, დაკავებულთა უმეტესობა იმერეთიდანაა.
ასევე დაკავებულია პოლიტპატიმარი გვარად მარგველაშვილია , რომელსაც 18 წელი ჰქონდა მისჯილი.
ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” ავრცელებს.