კახა კუკავა რუსთავში მოსახლეობას შეხვდა

წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში “თავისუფალი საქართველოს ” პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა . პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივების მოთხოვნები და პრობლემები მოისმინა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. 
კახა კუკავას თქმით , მათი მთავარი გზავნილი მიგრაციის შემცირება , ყველანაირი ნარკოტიკულ საშუალებასთან ,მათ შორის მარიხუანასთან ბრძოლაა , პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნავს ,რომ რუსთავს ინდუსტრიული პოტენციალი აქვს და აუცილებელია გაჩერებული საწარმოების ამოქმედება, რაც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს .