პატარა მაქსიმეს ხმაურის გამო მეზობელმა პოლიცია გამოიძახა

პატარა მაქსიმეს ხმაურის გამო მეზობელმა პოლიცია გამოიძახა.
როგორც მაქსიმეს ბებია „ფეისბუქზე“ წერს, ბავშვმა ხმაურით მეზობელი შეაწუხა, რომელმაც საპატრულო პოლიციას დაურეკა.
„ჩემი მაქსიკო ამჯერად დაპატიმრებას გადაურჩა. მეზობლის შეწუხებისა და ხმაურისთვის გაფრთხილება მიიღო. პირობა დადო, რომ არ იხმაურებს. ვერც გაიგო, რა ხდებოდა. ეგონა, სტუმრები მოუვიდნენ და კარგად გაერთო“, – წერს მაქსიმეს ბებია ნანა ჯიქია.