რუსთავიდან თბილისამდე მგზავრობის ღირებულება 2 ლარამდე გაიზრდება

რუსთავი თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ღირებულების გაზრდა 2ლარამდე იგეგმება -ამის შესახებ კომპანია “ინტერტრანსის” ხელმძღვანელობამ ქვემო ქართლის გუბერნატორთან და რუსთავის მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას აღნიშნა . როგორც ინტერტრანსის წარმომადგენლები საუბრობენ კომპანიას აქვს კრიზისი და სამარშრუტო ტაქსების საწვავის და მომსახურების საფასურს ვერ იხდიან , კერძოდ კომპანიას ერთი ადამინის რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაყვანა 2.13 თეთრი უჯდებათ . ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები საკითხტან დაკავსირებით მსჯელობენ , მათი თქმით კომპანიის საქმიანობის შესასწავლად უახლოეს მომავალში იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექნმა , რომლიც სამგზავრო ფასსა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას შეისწავლის და დაარეგულირებს.

სამუშაო შეხვედრაზე კომპანია “ინტერტრანსის” მომსახურების მონიტორინგის შედეგებიც განიხილავენ ,როგორც მონიტორინგიდან ირკვევა კომპანიას აქვს სხვადასხვა სახის დარღვევები ,როგორებიცაა გადაადგილების წესების დაღვევა ,დამატებითი სკამები ,სიჩქარის გადაჭარბება, სამარშრუტო ინტერვალის დარღვევა ,სამარშრუტო ტაქსების სიმცირე ,კერძოდ კომპანია 195ერთეულის ნაცვლად 175ერთეულით ემსახურება.