რუსთავის მერიაში ჩინეთის წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში ჩინეთის წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა  წითელი ჯვრის საზოგადოების რეგიონალური სასაწყობე მეურნეობის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ბუნებრივი კატასტროფებისას ამეიერკავკასიის ქვეყნებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი დახმარების ნივთებითა და პროდუქტით მოამარაგებს. სასაწყობე მეურნეობის ბაზაზე იგეგმება ტრენინგ ცენტრის მშენებლობაც, სადაც მომსახურე პერსონალი  გადაამზადებენ. სასაწყობე მეურნეობის მოწყობა რუსთავში იგეგმება, მეურნეობის მშენებლობისთვის ალტერნატიულ ფართს ადგილობრივი ხელისუფლება გამოუყოფს.

სამუშაო შეხვედრას  ადგილობრივი და მხარის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ და ჩინეთის წითელი ჯვრის ვიცე პრეზიდენტთან ერთად სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.