რუსთავის საავადმყოფოს პირველი ჯგუფის, რეზუს უარყოფითი სისხლი ესაჭიროება

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის სასწრაფოდ პირველი ჯგუფის, რეზუს უარყოფითი სისხლი ესაჭიროება.
მსურველებს შეუძლიათ მიბრძანდნენ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ან მიმართონ სისხლის გადასხმის ბანკს, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის დაუკავშირდით ცენტრალური საავადმყოფოს საინფორმაციოს: 273783