რუსთავის საქალაქო სასამართლომ თეთრიწყაროს სოფელ ივანოვკაში მომხდარი მკვლელობის საქმის განხლვა დაიწყო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ თეთრიწყაროს სოფელ ივანოვკკასში მომხდარი მკვლელობის საქმის განხლვა დაიწყო.საქმე ეხება 2018 წლის 25 ივნისს თეთრიწყაროს სოფელ ივანოვკაში მოხმდარ მვკლელობას.როგორც ცნობილია, მოქალაქე პლატონ ცენდეკოვი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს, მომხდარზე დაკავებულ იქნა მისივე თანასოფლელი იური ვაშაყაძე.

რუსთავის სასამართლოში უკვე დაიკითხა ორი მოწმე, რომლებიც მოკლულისა და ბრალდებულის თანასოფლელები არიან. თავად ბრალდებული მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მკვლელობის დღეს ცენდეკოვთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა მასთან რაიმე კონფლიქტი არ ჰქონია.ადვოკატის განცხადებით, მოწმეტა ჩვენებები წინააღმდეგობრივი იყო.

დაცის მხარის ინფორმაციით,არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც არ დადასტურდა უტყუარი კავშირი გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის. დაცვის მხარე კიდევ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნასაც ელოდება. როგორც ადვოკატები აცხდებენ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.