რუსთავში ელექტროენერგიის მიწოდება გაფრთხილების გარეშე შეწყდა

რუსთავში მე-20 და 21-ე მკ/რ-ებს ელექტროენერგიის მიწოდება მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე შეუწყდათ. კომპანიაში განმარტავენ , რომ დენის მიწოდების შეწყვეტა უსაფრთხოების გამო მოხდა. მათუვე ინფორმაციით, ერთ-ერთ უბანზე რუსთავის წყალი სამუშაოებს ასრულებს და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ორი მიკრორაიონის გათიშვა მოხდა. ელ. ენერგიის მიწოდება ნახევარ საათში აღდგება.