საგანგებო სიტუაციების სამსახური ლომოურის ქუჩაზე გაიხსნება

რუსთავში , ლომოურის ქუჩაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახური გაიხსნება . სამსახურის შენობის ასაშენებლად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „გრანიტთან” ხელშეკრულება დღეს მერიის სხდომათა დარბაზში გაფორმდა . პროექტის ფარგლებში აშენდება შენობა , მოეწყობა საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის განკუთვნილი  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა , ასევე კეთილმოეწყობა შენობის მიმდებარე ტერიტორია და ეზო .

პროექტის საერთო ღირებულება 411,411.00 ლარს შეადგენს , გამარჯვებულ კომპანის სახელშეკრულებო პირობების მიხედვით , სამუშაოები 180 დღეში , 2019 წლის  16 აპრილს უნდა დასრულდეს .