საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მისი თქმით, ხმა ქვეყნის ევროპულ მომავალს მისცა.

“მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს – განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის წინ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ დიდუბის საარჩევნო ოლქის 44-ე უბანზე.

“დღეს ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.