ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია” რეგიონის ტურისტულ პოტენციალს განავითარებს

ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია” ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შესარულებს- ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს და იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც ფესტივალის მასშტაბურობას და ამ კუთხით რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს. საუბარი შეეხო ფესტივალის ორგანიზების პროცესში ადგილობრივი ჯგუფების მაქსიმალურად ჩართვას და  საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობას.მხარისა და ფესტივალის წარმომადგენლები შეთანხმდნენ,რომ ფესტივალის ორგანიზების და მიმდინარეობის პროცესში, სამიზნე მუნიციპალიტეტის გარდა ,აქტიურად უნდა ჩაერთონ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიც . ამაში მონაწილეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც უნდა მიიღოს.დაიგეგმა ასევე დონორთა კონფერენცია, რაც მხარეების თქმით, ფესტივალის მასშტაბურობის გაზრდაში მნიშვნელოვან  წვლილს შეიტანს.