ფლექსის გაცვლითი პროგრამა რუსთავში

რუსთავში 22 – საჯარო სკოლაში  მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფლექსის ტესტირება ჩატარდა , პროგრამაში მონაწილეობას რუსთავის ყველა სკოლის დამამთავრებელი კლასების   , კერძოდ მეცხრე მეათე  მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები იღებდნენ.გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მერვე კლასიდან .  პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარდათ ინგლისურ ენაში  მომდევნო ეტაპზე გადასული აპლიკანტები ესეს წერის კონკურსს გაივლიან ხოლო საბოლოო ეტაპზე ინგლისური სტანდარტის  აპლიკაციისა და ინტერვიუს მომზადებაში შეეჯიბრებიან .გამოვლენილი გამარჯვებულები კი ერთი აკადემიური წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან , ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და მასპინძელ ოჯახთან ერთად იცხოვრებენ.