ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ინფორმაციით, თეთრიწყაროს, წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფელებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 32 კუბურ მეტრამდე სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი და 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული.

„მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შედეგად, ავტომანქანები დაილუქა, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, მასალები კი გადაგზავნილია შესაბამის რაიონულ სასამართლოებში“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.