შემთხვევა მეგობრობის გამზირზე

მეგობრობის გამზირზე სადისტრიბუციო მანქანა ასაკოვან  ქალს დაეჯახა.  როგორც ავტომობილის მძღოლი აცხადებს  ქალბატონს მანქანა არ დასჯახებია, ის თავად მანქანის შეხებამდე დაეცა.

დაზარალებული ქალბატონი ფეხის ტკივლს უჩივის.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. თუმცა ექიმების განცხადებით ქალი სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებდა.