სკოლის სახელმძღვანელოში,შეცდომით მითითებული ენგურჰესის მდებარეობა

ახლად გამოცემულ მეხუთე კლასის სახელმძღვანელოში “ჩვენი საქართველო” ენგურჰესის არასწორი მდებარეობაა მითითებული. ნაცვალად სამეგრელოსი ჰესის მდებარეობად სვანეთია მითითებული.

„სვანეთში ბევრი ხეობა და მდინარეა. საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სწორედ სვანეთის ტერიტორიაზე, მდინარე ენგურზე მდებარეობს. ენგურჰესის კაშხალის სიმაღლე 271 მეტრია. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჰესია“ – აღნიშნულია სახელმძღვანელოში.

სახელმძღვანელოდან ამონარიდის ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში აცხადებენ,რომ მათთვის ეს ფაქტი ცნობილია და წიგნის ხელახლა დაბეჭდვის შემდეგ, ხარვეზი აღმოიფხვრება.

ასევე შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის კაშხალი სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.