ახლა არ არის გლოვის დრო – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილი სააკაშვილი განცხადებას აკეთებს.

მისი განცხადებით ახლა გლოვის დრო არ არის, ახლა არის ბრძოლის გაგრძელების უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო.

„ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო, ახლა არის ორგანიზებული და ბრძოლის გაგრძელების, უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო. ჩვენ ვკარგავთ სამშობლოს, დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არა მხოლოდ ხელების ჩამოშვების დრო არ არის, დგება გადამწყვეტი პერიოდი. ფილარმონიაში დღეს, 18:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია იმსჯელებს, მეც შემოგიერთდებით, სკაიპით ამჯერად, რათა ზუსტად გავწეროთ ყველამ ერთად და მოვიფიქროთ, სად მივდივართ შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.