განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე გამოსახულია ივანიშვილიც-მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე გამოსახულია ბიძინა ივანიშვილიც. პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატების იერსახის შეცვლის მიზეზით მამუკა ბახტაძისგან ჟურნალისტები დაინტერესდნენ ქუთაისში, სადაც პრემიერ-მინისტრი დღეს დილიდან იმყოფება. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და შესაბამისად, თითოეული მათგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელიც, აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში.