გარდაბნის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ახლადრეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა (+ფოტო)

გარდაბნის მუნიციპალიტეტს კიდევ ორი ახლადრეაბილიტირებული სააღმზრდელო დაწესებულება შეემატა.

გარდაბნის ორ სოფელში, ვახტანგისსა და საცხენისში სკოლამდელ განათლებას პატარები ახლადრეაბილიტირებულ შენობებში მიიღებენ. ახალი ბაღები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პედაგოგებთან , მშობლებთან და ბაღების აღსაზრდელებთან ერთად გახსნეს. სოფელ ვახტანგისში სკოლამდელი განათლების მიღებას სოფლის რამდენიმე ათეული აღსაზრდელი ახლადრეაბილიტირებულ ბაღის შენობაში შეძლებს.
წლების განმავლობაში ბაღის კონტიგენტი სოფლის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებდა,რის გამოც ბავშვებს სკოლამდელი განათლების სრულფასოვნად, სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში მიღება არ შეეძლოთ. გარდაბნის მერიამ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა სპეციალურად ვახტანგისის აღსაზრდელებისათვის შესაბამისი სტანდარტების დაცვით გაარემონტა. ვახტანგისის შემდეგ სოფელი საცხენისი კიდევ ერთი დასახლებაა, სადაც ადგილობრივებს ახლადრეაბილიტირებული ბაღი ექნებათ.ბაღის შენობა ,რომელიც წლების განმავლობაში რეაბილიტაციას საჭიროებდა და ,შეიძლება ითქვას, ამორტიზებული იყო, ახლა უკვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და სოფლის მცირეკონტიგენტიანი ბაღი ფუნქციონირებას განახლებულ შენობაში იწყებს, მოწყობილია ასევე მცირე ეზო და ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ,რომლითაც საცხენისის პატარები შეძლებენ სარგებლობას.